რეზონანსი
20.04.2020

საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა.

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით, ანუ ოთხშაბათამდე მოქმედებს. შესაბამისად, გახანგრძლივდება თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. შესაბამისად, მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეცნობება.

მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×