რეზონანსი
20.04.2020

“მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ სამსახურიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

“პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მელაძესთან ერთად ტელევიზია დატოვეს ჟურნალისტებმა ვასილ დაბრუნდაშვილმა, ეკო მაღრაძემ და მაკა ანდრონიკაშვილმა.

ვასილ დაბრუნდაშვილი არხიდან წასვლის შესახებ "პრაიმტაიმს" ესაუბრა. “რამდენიმე დღეა რაც დავტოვე მთავარი არხი, თუმცა ეს არხის შიდა საკითხებია და მიზეზებზე საუბარს ვერ დავიწყებ.

ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ტელეკომპანია დავტოვე.

ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი, სახლში ვარ და ვისვენებ,“ - ამბობს დაბრუნდაშვილი.

„პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×