რეზონანსი
20.04.2020

მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, ბაჩო ქათამაძეა.

ქათამაძემ 2020 წლის 30 იანვარს სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 3 პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე მათ შორის იყო ბაჩო ქათამაძეც, თუმცა ის არავის დაუკავებია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბაჩო ქათამაძე წარსულში ნასამართლევია, თუმცა მას დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს და პოლიტიკურ დავალებებს აძლევს.

როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, ბაჩო ქათამაძემ რამდენიმე წლის წინ, ტყიბულში მამაკაცი დაჭრა, მაშინ ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყოფებოდა, თუმცა 2018 წელს, მოქალაქის დაჭრის გამო ქათამაძე ისევ არავის დაუკავებია და ის თავისუფლად გადადგილდებოდა.

"ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×