რეზონანსი
20.04.2020

აღდგომის საღამოს კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

აღმოჩნდა, რომ კარანტინით დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, „ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა გადაადგილება გადაწყვიტა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, გზად ახლადგაცნობილი ორი ადამიანი დაიმგზავრა, რომელთაგან ერთ-ერთი 35 წლის მამაკაცი ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლი 32 წლის შაგრიმ მოთიაშვილია. მას კარანტინის წესების დარღვევისთვის 3000-ლარიანი ჯარიმა, ავტოსაგზაო შემთხვევისთვის კი პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება ამჟამად ექსპერტიზის პასუხს ელოდება, მანამდე კი „პრაიმტაიმთან" საუბრისას კანონდამრღვევი მძღოლი ადასტურებს, რომ საჭეს ნებართვის გარეშე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

„ძალიან ცუდად ვარ. არ ვიცი რა და როგორ მოხდა. ნებართვა არ მქონია, ისე გადავადგილდებოდი. არ მახსოვს არაფერი", - ამბობს შაგრიმ მორჩიაშვილი.

ირკვევა, რომ შემთხვევამდე მან ქუჩაში ახლადგაცნობილი ორი ადამიანი, აღდგომის აღსანიშნავად ნათესავის ოჯახში მიიპატიჟა, საღამოს კი სტუმრების სახლში წაყვანა ნასვამ მდგომარეობაში გადაწყვიტა.

ტრაგედიაც სწორედ ამ დროს დატრიალდა. ნასვამმა მძღოლმა დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.

შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ბრალდება გულისხმობს ავტოსატრასნპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესებს დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×