
მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებები უკვე მსჯელობენ იმაზე თუ როგორ შეამსუბუქონ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ერთის მხრივ ადამიანებისთვის ვირუსისგან თავდაცვის საშუალებაა, თუმცა მეორეს მხრივ გლობალურ ეკონომიკას ძლიერ აზიანებს.
კვირას ევროპის ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული გამამხნევებელი შედეგები დაიდო - რამდენიმე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სიხშირემ და გარდაცვლილთა რაოდენობამ დაიკლო, ხოლო აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ პიკი უკვე გადავლილია და ეპიდსიტუაციის დონე თანდათან ქვემოთ მიიწევს.
გერმანია კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნას იწყებს, მცირე ზომის მაღაზიები გაიხსნება, ასევე, მაისიდან სწავლას განაახლებს დამამთვარებელი კლასები, თუმცა, მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დაიცვან , რათა ქვეყანა ინფექციის მეორე ტალღის საშიშროების წინაშე არ დადგეს.
რაც შეეხება მასობრივ თავშეყრის ადგილებს - რესტორნებს, ბარებს და მასშტაბურ ღონისძიებებს, "ბლუმბერგის" ინფორმაციით, გერმანიაში ამაზე შეზღუდვები სულ მცირე აგვისტომდე გასტანს.
შეზღუდვებს ამსუბუქებს ნორვეგია დ პოლონეთიც, გაიხსნება საბავშვო ბაღები, სკოლები და ასევე დასასვენებელი პარკები. ღია ბაზრობები იხსნება ალბანეთსა და ჩეხეთშიც.
რაც შეეხება ესპანეთს, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთი მძიმე შედეგების მქონე ქვეყანაა, მთავრობა მომავალი კვირიდან ბავშვებს მცირე ხნით გარეთ გასვლის ნებას დართავს.
საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 11 მაისის შემდეგ შეამსუბუქებს. საფრანგეთის მთავრობის მეთაურის ედუარდ ფილიპის თქმით, ქვეყნაში შეზღუდვები მაისში შემსუბუქდება, თუმცა, იმის გმო, რომ კორონავირუსის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მოსახლეობა ჩვეულ რიტმს ჯერ ვერ დაუბრუნდება.
იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის სამ ხალ პრინციპზე დაფუძნებულ წესებს გამოაცხადებს, რომელიც სოციალური დისტანცირებას, მასობრივი ტესტირებას და ინფიცირებულების იზოლაციას გულისხმობს.
საფრანგეთის პრმიერ-მინიტრისვე თქმით, სასწავლო პროცესი 11 მაისის შედეგ არა სრულად, არამედ ნაწილობრივ აღდგება.
რაც შეეხება იტალიას, რომელიც კრიზისის ეპიცენტრი იყო, შეზღუდვების შემსუბუქებას მაისის დასაწყისში განიხილავს.
19 აპრილს კი საბერძნეთის მთავრობის სხდომაზე იმ შეზღუდვებით მიღწეული შედეგები განიხილა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა. თუკი ხელისუფლება ჩათვლის, რომ მთავარი საშიშროება ჩავლილია, შეზღუდვების თანდათანობითი გაუქმება დაიწყება.
ავსტრიამ კი შეზღუდვების მოხსნა ჯერ კიდევ აპრილის პირველი ნახევრიდან დაიწყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ათასობით დაკეტილი მაღაზია ეტაპობრივად გაიხსნება, ქვეყნაში კი სხვა სახის შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ზომების შემსუბუქების შემდეგ კი სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.
რაც შეეხება საქართველოს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ სკითხი ჯერ არ განიხილება - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს.
სესიაშვილისვე თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედება წყვეტას არ განიცდის და მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერენ.