რეზონანსი
20.04.2020

ვლადიკავკაზის ცენტრში აქციაზე შეკრებილი ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმს აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობისა და პარლამენტის გადადგომასაც მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული პოლიციისა და გვარდიის წარმომადგენლები მიტინგის აქტიურ მონაწილეებს აკავებენ. თვითმხილველების ცნობით, აქციას სამხრეთ ოსეთის რამდენიმე რაიონის მაცხოვრებლები უერთდებიან. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეების უმეტესობა პირბადეებითა და ხელთათმანებით აღჭურვილები არ არიან. პოლიცია აქციის მონაწილეებს ვიდეოკადრების გადაღებას უკრძალავს.

უცხოური მედიის ცნობით, აქციაზე ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხაილ სკოვი და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ვიაჩესლავ ბითაროვი მივიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×