
პოლიციელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლის ქალი მოკლა, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძეა.
საქმის მასალების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გაბრიაძემ “მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროლა, ტყვია კი მოპირდაპირე კორპუსში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფ თამარ ანთელავას კეფაში მოხვდა.
ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საზარელ ფაქტს ანთელავას მოხუცი დედა შეესწრო, რომელიც ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელები სწორედ გაბრიაძის სახლში ქეიფობდნენ და აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სახლში კი საიდანაც გასროლა მოხდა მინიმუმ 4 ადამიანი იმყოფებოდა.
დამნაშავემ ნუცუბიძის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლის აივნიდან რამდენჯერმა გაისროლა.
სამართალდამცავი უკვე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
"ნიუპოსტი"