რეზონანსი
20.04.2020

საქართველოს პარლამენტში საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება. დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას უყრიან კენჭს. თუმცა, მანამდე ამ საკითხზე პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს.

გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა და ძალადაკარგულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება.

პარლამენტში კენჭისყრამდე საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტის დეკრეტით გახანგრძლივდება.

უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×