
პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „მთავარი" არხის ეთერში კორონავირუსის პრევენციისთვის, ხშირად გამოყენებულ საშუალებებზე საუბრობს.
რატიანიის რეკომენდაცია, კორონავირუსის პრევენციისთვის, ასეთია:
პოლივიტამინები- არა
ცინკი - არა
C ვიტამინი - არა
ალკოჰოლი - არა
მხოლოდ, ჯანმრთელი კვება
„ყველა წამალი შხამია და გამოიყენება სამკურნალოდ, თუმცა პროფილაკტიკა, მაგალითად, დავლიე ცინკი - არა; დავლიე C ვიტამინი - არა... ჯანმრთელი კვება მხოლოდ, ცილოვანი საკვები" - აღნიშნავს რატიანი იმუნოსტიმულატორების შესახებ საუბრისას.
„პოლივიტამინები - არავინ იცის ეს ვირუსი, რომელ მიკროელემენტს გამოიყენებს ამ დაავადების გართულებაში. უცნობი ვირუსია, შეიძლება წაახალისოს და სტიმულაცია მისცეს. ასევე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიონ ალკოჰოლი, რომელიც ძაან თრგუნავს იმუნიტეტს." - აღნიშნავს რატიანი.
წყარო: "პრაიმტაიმი"