რეზონანსი
20.04.2020

გასულ ღამეს ისანში, კობცოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ოფიციალური ვერსიით, 47 წლის მამაკაცს მისივე უბანში მცხოვრებმა მამაკაცმა ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე საათში დააკავა. 

საგამოძიებო უწყება, მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა, "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, დაკავებულის სახლში მოხდა. მეზობლების ცნობით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები იყვნენ და შემთხვევამდე ერთ სუფრასთან ისხდენენ. როგორც "კურიერმა" გაარკვია, შემთხვევის დროს დაპირისპირების მონაწილეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

მომხდარის მოტივი, ამ დრომდე, უცნობია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×