რეზონანსი
19.04.2020

საქართველოში დღეს კორონავირუსის მხოლოდ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შემთხვევებმა მკვეთრად დაიკლო. 3 დღის წინ 38 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინწინ - 22, გუშინ - 18, ხოლო დღეს ჯერჯერობით მხოლოდ - 6 ახალი შემთხვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×