რეზონანსი
18.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ცერცვაძემ განაცხადა, რომ მას ბევრი მძიმე დაავადება ჰქონდა.

"კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო იქნებოდა, იმდენი მძიმე დაავადება ჰქონდა. იყო შაქრიანი დიაბეტი სხვა თანმხლები დაავადებებით, მას ერთი თვის წინ ჩაუტარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, შემდეგ, მას აღენიშნებოდა აბსესები სხეულზე ანუ ჩირქგროვები. პლუს, ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ, არც აქ, არც ბათუმში" - თქვა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×