რეზონანსი
18.04.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში" 21:50 საათზე გარდაიცვალა.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა.  13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი

მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები - ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე აღენიშნებოდა აბსესები", - განაცხადა „მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×