რეზონანსი
18.04.2020

ეკლესიებში დიდი რაოდენობით მრევლი არ შეინიშნება, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომ გაგებით ეკიდება სიტუაციას, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია. შესაბამისი ღონისძიებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შესაბამისად, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები უზრუნველყოს", - განმარტა სირაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს, შესაბამისად, მრევლი ტაძრებში 06:00 საათამდე დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×