რეზონანსი
18.04.2020

საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:15 საათზე ჩამოიტანენ. მას აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

კორონავირუსის პანდემიის გამო მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი ესწრებოდა.

წმინდა ცეცხლი თელავივის აეროპორტში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მიიტანა და ქართველ სასულიერო პირებს გადასცა.

„ჩვენ თუ ფუნქცია შევიშვენეთ, მაშინ იმ ვირებს დავემსგავსებით, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, როდესაც იერუსალიმში დიდებით შევიდა. ჩვენ არავინ და არაფერი არ ვართ. არის მაცხოვარი, რომელმაც ჩვენთვის თავი დადო, თავისი სიცოცხლე და სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა. ჩვენ ეს გვახარებს, გვწამს, გვჯერა, ამ იმედით ვცოცხლობთ და ვსულდგმულობთ.

ბოლო წლებისთვის უჩვეულო იყო იერუსალიმი. თუ დავუბრუნდებით იმ პერიოდს, რომელსაც სახარება აღწერს მაცხოვრის ჯვარცმის და საფლავში დაფლვის, იმ პერიოდში აბსოლუტური სიცარიელე იყო მაცხოვრის საფლავის გარშემო. არავინ ყიჟინას არ სცემდა და არავინ ელოდებოდა აღდგომას. მოციქულებიც კი, როგორც წმინდა ნიკოდიმუსის ცხოვრებაში წერია, დაბნეულები იყვნენ სიკვდილის შიშის გამო და დამალულები იყვნენ. მხოლოდ მენელსაცხებლე დედები მივიდნენ კვირა დღეს და ცარიელი დახვდათ საფლავი, სადაც ანგელოსმა აუწყათ, რომ ის ვისაც ეძებთ მკვდართა შორის არ არის. არამედ აღდგაო. წლევანდელი წელი ჩემთვის განსახიერება იყო იმ პერიოდის რასაც სახარება აღწერს", - განაცხდა ლაშა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×