რეზონანსი
18.04.2020

სააღდგომო წირვის დაწყების წინ ვაკის ფერიცვალების სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა შალვა კეკელიამ მიმართა

სასულიერო პირმა საკუთარ სამწყსოს მიმტევებლობისა და პატივისცემისკენ მოუწოდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ სახლში დარჩენას ურჩევდათ.

„ეს ადამიანებიც მართლები არიან შინაგანად, ამიტომ ნუ გეწყინებათ... არ შეიძლება მათ მიმართ აგრესია გვქონდეს", - აღნიშნა დეკანოზმა.

„პოლიციელები გვეხმარებიან, სახელმწიფომ გამოგზავნა ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან...

ამიტომ გაითვალისწინეთ ეს. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ. გთხოვთ, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს.

თუ შენს გულში ოდნავ მაინც ბოღმა იქნება ღმერთი ვერ მიგიღებს", - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×