რეზონანსი
18.04.2020

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს „კოვიდ-19"-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად.

აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს, მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა, თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის", - ნათქვამია მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×