რეზონანსი
18.04.2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მეუფე იაკობის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პაატა იმნაძემ და ამირან გამყრელიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

„უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი", - წერს გამსახურდია მეუფე იაკობზე.

17 აპრილს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის გაფრთხილებისთვის შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა:

„როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ", - განაცხადა ეპისკოპოსმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×