რეზონანსი
18.04.2020

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კლინიკა „მედალფას" მენეჯერის, ლევან ანთაძის განცხადებით, კლინიკამ სამივე უკვე გაწერა და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მას შემდეგ, რაც კლინიკა „მედალფას" სამი პაციენტი დატოვებს, კლინიკაში 38 ინფიცირებული დარჩება.

საქართველოში, ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 385 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 84 გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×