რეზონანსი
18.04.2020

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ კურზუში მცხოვრები 24 წლის 9 თვის ორსული ქალი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზუგდიდშია დაბადებული.

„არანაირი ვერსია არ გვაქვს ოჯახის ახლობლებს. ქმარი ლ.ნ. მშრომელი ბიჭია, ოჯახს არც გადასდიოდა ზედმეტად, მაგრამ არაფერს აკლებდა. ოჯახში დედ-მამა და ძმა ჰყავს ამ ქმარს. შოკირებულები ვართ ყველა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ეს ყველაფერი 4 წლის შვილმა ნახა. სწორედ მან ნახა დედამისი სახლის უკან ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი. სასწრაფო რომ გამოიძახეს უკვე გვიან იყო 9 თვის მუცლად მყოფი ნაყოფის გადარჩენაც. რა ვთქვათ. დღეს იყვნენ გოგოს მშობლები ზუგდიდიდან, გადაწყვეტილი არაა სად დაკრძალავენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×