რეზონანსი
18.04.2020

როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს ეხმიანება.

„მაშინ, როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს," - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი განაახლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×