რეზონანსი
18.04.2020

ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ეკლესიაში შეკრებილებს ლოცვა-კურთხევა მისცა, რომ „მთავარი არხის" ჟურნალისტი „გაკოჭონ" და თუ არ დაემორჩილება, „დაიმორჩილონ".

"აი, ასეთი თავხედობა ჩვენ ეკლესიაში არ დავუშვათ. პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაზე. ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც. ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ჩავაბაროთ პატრულს", - განაცხადა სასულიერო პირმა წირვის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×