რეზონანსი
18.04.2020

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებსა და ეკლესიებში საპატრიარქო უზრუნველყოფს.

„დღეს თბილისში ჩამობრძანდება ცეცხლი და შემდგომ ყველა ეპარქიაში გადანაწილდება. ტექნიკურად ამას მოვიფიქრებთ და ისე გავაკეთებთ, რომ არ დავარღვიოთ კანონი და წესი და ისე მოვახერხოთ ყველა ეპარქიაში, ხოლო ეპარქიებიდან ეკლესია-მონასტრებში გადანაწილება. ამის ორგანიზებას საპატრიარქო გააკეთებს", - აღნიშნა მეუფემ.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი საქართველოს დროით, 14:51 საათზე გადმოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×