რეზონანსი
18.04.2020

ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი ბათუმის კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტი, უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×