რეზონანსი
18.04.2020

უკრაინის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საერთაშორისო პორტალ iqair-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც ჰაერის დაბინძრებას რეალურ დროში აფიქსირებს.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის შედეგად წამოსული კვამლი გახდა, რომელმაც კიევი სმოგით დაფარა. კიევში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 246 პუნქტს შეადგენს, მაშინ როცა ნორმა 50 პუნქტია. ამასთან, ქალაქის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 318-მდე გაიზარდა.

ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×