რეზონანსი
18.04.2020

არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიასა და ესპანეთში ხდებოდა, - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მარეხ ბექაიამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„დღეს, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, მოსახლეობა კი - საკუთარი სახლებიდან. იმედია, რომ ყველა დარჩებით სახლებში. ამ ეტაპისთვის ჩვენი რესურსები საკმარისია, ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მათი მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო, არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადეს - სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, ილოცონ სახლიდან", - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×