რეზონანსი
18.04.2020

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 1 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, სამს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი სარფის საბაჟოდან ჯერ საკარანტინო ზონაში, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის „მედალფაში" ამ დროისთვის 41 ინფიცირებულია, მათგან ორის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ელოდებიან სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას.

აჭარაში შემთხვევების უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. საერთო ჯამში ინფიცირებულია 33 ადამიანი და ამ ეტაპზე მათი 465 კონტაქტია დადგენილი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ქობულეთის სოფლებში, თერმოსკრინინგი 11 ათასზე მეტმა პირმა გაიარა. კორონავირუსზე ამ დროისთვის 10 პირს იკვლევენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომდევნო კვირაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყოს. ისინი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×