რეზონანსი
18.04.2020

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რუსთავი 2“-ის მიერ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში გადაღებულ მძიმე კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გვარამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2“ უკვე რეანიმაციიდან პირდაპირი კადრებით იწყებს კურიერს და კოვიდით მძიმედ დაავადებული პაციენტის ინტუბაციას გვაჩვენებს პირდაპირ ეთერში.

ჯერ ერთი, ამის ჩვენება (რაგინდ დაბლარული და დაფარული იყოს კადრები) და რეანიმაციიდან ლაივი არის სრული კატასტროფა ყველა კრიტერიუმით, და მეორე – იმ ვითარებაში, როცა მთავარ არხს ინტერვიუსაც არ გვაძლევენ ეპიდემიოლოგები (მთავრობის წევრებზე ვიღა საუბრობს), თავს რომ ოპოზიციურად აცხადებს (არავის კი არ ჯერა, მაგრამ მაინც) ის არხი, მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლირებული ზონიდან მკაცრად დახურულ სამედიცინო პროცედურას აჩვენებს პირდაპირ ეთერში. ცხადია, ეს ხდება პაციენტის თანხმობის გარეშე – რეანიმაციაში ინტუბირებული პაციენტი ვერანაირ თანხმობას რომ ვერ მიცემდა, მარტივად გასაგებია.

ზღვარი სად გადის ნეტავ?“, – წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×