რეზონანსი
18.04.2020

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევაა, გუშინ კი 22 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გუშნწინ 30-ზე მეტი. 7 ადამიანით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ.

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 527 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×