რეზონანსი
17.04.2020

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი აცხადებს, რომ კორონავირუსი არ არის საშიში, ხოლო მრევლს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან დიდ ხუთშაბათს, 16 აპრილს, ქარელის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ ისაუბრა.

,,ლოცვა მთებს დასძრავს და ავადმყოფს განკურნავს. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით, მოყავს პედაგოგები და მოსწავლეები, ათქმევინებს, რომ სკოლაში ლოცვა აუცილებელი არის. აი, ამ დასკვნამდე მივიდნენ" - აცხადებს მეუფე იობი.

მან საერთაშორისო დახმარებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს 3,5 მლრდ დოლარით ეხმარება, ეხმარება ასევე ქვეყანას ევროკავშირიც: ,,რის ხარჯზე" ყველაფერი ნათელია, ებრძვიან ეკლესიას" - აღნიშნავს მიტროპოლიტი.

2 კვირაზე მეტია მიტროპოლიტი თავის მრევლს ტაძარში სიარულისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×