რეზონანსი
17.04.2020

ჩვენ ვისწავლით ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, ოღონდ მინიმალური რისკის ფასად, ისე როგორც ხდება გრიპის ეპიდემიის დროს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრა TV-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ექიმებს კორონავირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ორი თვის წინ. „როცა ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ვგულისხმობთ, რომ ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად, დიდი დანაკარგების გარეშე, შემდეგ იყოს ამ დაავადების ცალკეული შემთხვევები, თუნდაც რამდენიმე ათაეული შემთხვევა. ჩვენ ვიქნებით უკვე გამობრძმედილი და კიდევ მეტი ინფორმაცია გვექნება ვირსუსის შესახებ ვიდრე ახლა", - აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×