რეზონანსი
17.04.2020

ყველამ მოვისმინეთ ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე მთავრობამ დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინა, რამაც ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა. დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე იღებს აუცილებელ ზომებს და უახლოეს დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24-საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ყველამ მოვისმინეთ ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა. მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×