რეზონანსი
17.04.2020

აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი გახანგრძლივდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, კარანტინის რეჟიმის მოქმედება 20 აპრილამდე იყო გათვალისწინებული. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, კარანტინის რეჟიმი უნდა გახანგრძლივდეს. მივიჩნევ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება, რადგან დადებითი დინამიკა უკვე გამოვლინდა", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკა მდგრადი უნდა გახდეს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1 340 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×