რეზონანსი
17.04.2020

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარის შეფასებით, რომ არა დიდი რაოდენობით ადამიანების გარეთ გამოფენა, არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა. იგი არ გამორიცხავს, რომ ავტომობილებით გადადგილებაზე შეზღუდვა 21 აპრილის შემდეგაც დარჩეს ძალაში. 

„საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილამდე გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეისათვის საგანგებო მდგომარეობა არის 21-მდე. ის, რომ ჩვენ შეზღუდვა გამოვაცხადეთ 10 მაისამდე, ამის შესახებ შესაბამისი წარდგინება გაეგზავნება პრეზიდენტს და შემდეგ შევა პარლამენტში. მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება საგანგებო მდგომარეობაც და სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს 21 აპრილამდე“, - აღნიშნა სუბარმა "იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×