რეზონანსი
17.04.2020

მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტვ პირველთან სატელეფონო საუბარში მეუფე იაკობს.

„წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება, განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება.

ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი, იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ, მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან",- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თვლის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ადამიანების გაფრთხილებისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ. ეპისკოპოსის თქმით, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე "ტონს არ იცავენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×