რეზონანსი
17.04.2020

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მწარმოებელებს, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული ახალი შეზღუდვის გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. 

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა, პროცესებს, რომელიც ათასობით ადამიანს ეხება, ,,მექანიკურად იმართება“. პრობლემები პარასკევს 12:00 საათიდან ამოქმედებულმა შეზღუდვებმა შექმნა, რადგან დისტრიბუცია-რეალიზაციის სექტორში დასაქმებულები სამსახურებში მისვლისა და უკან დაბრუნების პრობლემის წინაშე დადგენენ.

„არაფერი არ არის დეტალურად ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლეთა გადაადგილება სამსახურამდე და მათი დაბრუნება სახლში. ხელით ვმართავთ პროცესებს, ძალიან გვაფერხებს პატრული რეგიონებში და კრიმინალური პოლიცია. სიები გვაქვს გადაცემული შესაბამის უწყებებისთვის და ვიდრე ბაზაში აისახება, მექანიკურად ვარეგულირებთ სიტუაციას. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წევრ კომპანიებს ურჩია, რომ ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანმა თანამშრომელმა, რომელთა გადაადგილება აუცილებელია, თან იქონიონ შესაბამისი ცნობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კომპანიის თანამშრომლის და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება, რომლითაც გადაადგილდება. იმ შემთხვევაში თუკი, დროულად არ მოხდება საშვების დაშვება კომპანიებზე ან/და არ იქნება საკმარისი კომპანიათა მიერ გაცემული ცნობები, შესაძლებელია, მალე ვიხილოთ დახურული მაღაზიები, დაცარიელებულ დახლები და პარალიზებული კომპანიები. 

მთავრობას აღქმული აქვს ისე, რომ უნდა იაროს მხოლოდ სადისტრიბუციო (სატვირთო) ავტომობილმა და დაარიგოს პროდუქტი, მაგრამ აქ არის მთელი ჯაჭვი,  (იქნება ეს საწყობის თანამშრომლები, ოპერატორები, წარმოების თანამშრომლები და ა.შ), რომლის გარეშეც ფიზიკურად შეუძლებელია ობიექტების მომარაგება", - განუცხადა "ბიემს" ივა ჭყონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×