
რა თქმა უნდა იდეალური იქნება, რომ ეკლესიაში არავინ არ მივიდეს სასულიერო პირების გარდა. ამ გზით წავიდა ძალიან ბევრი ეკლესია, რომელთაც თვითაკრძალვა დაიწესეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთრში გადაცემაში „დღის ქრონიკა" პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი აკრძალვა ბევრ ქვეყანაში გაატარა სახელმწიფო და ამის მაგალითია საბერძნეთი სადაც ითქვა, რომ ეკლესიებს და მრევლს სახელმწიფო გააკონტროლებს და ამისთვის პოლიციაა ჩართული.
„ჩვენი მსგავსი შეზღუდვებიც გატარდა და ამის მაგალითი არის ბულგარეთი. საქართველოში ნებადართულია, მაგრამ სასურველია რომ არ მივიდეს მრევლი. ეს არ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ეხება ყველა ეკლესიას. გასულ კვირას აღდგომა ცარიელ კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა. ასევე ლუთენარულში და ბაპტისტურში, მაგრამ მრევლი მივიდა სომხურ ეკლესიაში. ეს არის მათი გადაწყვეტილება", - აღნიშნა სუბარმა.