რეზონანსი
17.04.2020

კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობის ბრძნობა აქვს მას, ამიტომ „ყველამ თავის საქმეს მიხედოს".

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! „სილიოტკები" ხომ არ ვართ, ისე რომ ჩაგვალაგონ. სპეციალურად ავრცელებენ, რომ მერე ჩვენ დაგვაბრალონ?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს.

ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას ბრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!",-განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×