რეზონანსი
17.04.2020

ტრაგედია შეზღუდვებში კი არაა, ადამიანებს დრო უნდა ჰქონდეთ, რომ ფსიქოლოგიურად გადაეწყონ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის თაობაზე სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამღვდელოებამ გვიან გაიგო.

„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და გვიან გავიგეთ. ყველამ გვიან გაიგო. მე ვფიქრობ, რომ როცა ასეთი შეზღუდვები ხდება, სჯობს ცოტა ადრე შევამზადოთ საზოგადოება, ტრაგედია შეზრუდვებში კი არაა, ადამიანებს დრო უნდა ჰქონდეთ, რომ ფსიქოლოგიურად გადაეწყონ," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან მეუფე იაკობი ამბობს, რომ მას სპეციალური საშვი არ აქვს.

„მე საშვი არც მქონია, მასეთი საშვი არ გვაქვს. არ ვიცი, აღდგომის ღამეს რა როგორ იქნება იმიტომ, რომ კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ყველაფერი. დღეს მანქანით მოძრაობა აიკრძალა, მაგრამ ითქვა, რომ სასულიერო პირები მივლენ, ალბათ ფიქრობენ, რომ 21:00 საათამდე მივლენ. მე ისევე გავიგე, როგორც სხვებმა. პრობლემა არ მაქვს, ფეხითაც ვივლი," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ის სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის მსახურებას ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×