
გერმანია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას უკვე აკონტროლებს, ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ 12 აპრილიდან მოყოლებული ახალი კორონვირუსის დადასტურებული შემთხვევა გამოჯანმრთელებულ რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.
„ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, დღეის მდგომარეობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, რაც გამამხნევებელია, 12 აპრილიდან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა ვიდრე დაინფიცირდა, ამჟამად ჩვენ დაახლოებით 130 თასი ინფიცირებულიდან 80 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს გამოჯანმრთელებული," -განაცხდა მინისტრმა ბრიფინგზე.
15 აპრილს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან საკარანტინო ზომები ნაწილობრივ მოიხსნას.
გერმანიაში საკარანტინო ზომები მარტის შუა რიცხვებში შემოიღეს, ოფიციალური ბერლინი მიიჩნევს, რომ ზომებმა პანდემიის უარყოფითი სცენარის განვითარების თავიდან აცილებას შეუწყო ხელი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 2.2 მილიონ ადამიანზე მეტია, ამათგან 146 ათასი გარდაიცვალა.
გერმანია პანდემიის შედეგად ყველაზე დაზარალებულ ხუთ ქვეყანას შორისაა: ქვეყანაში კოვიდ-19-ის 133 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფექციის შედეგად 3.9 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, გერმანიაში სიტუაცია მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. მაგალითად, პროცენტულად აქ ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2-ჯერ ნაკლები ვიდრე ამერიკაში, 4-ჯერ ნაკლები ვიდრე ბრიტანეთში, 5,5-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში და 8-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში.