
დიდი ხნის მანძილზე იყო სხვადასხვა ეპიდემია, რასაც ლოცვით ვუპირისპირდებოდით, - ამის შესახებ მეუფე დანიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ლოცვა იმისთვის არის საჭირო, რომ „ეპიდემიამ უკან დაიხიოს".
„როდესაც ვიმყოფებით ასეთ განსაკუთრებულ პერიოდში და მართლმადიდებელი ხალხისთვის ამ დღეებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
დიდი ხნის განმავლობაში იყო არაერთი ეპიდემია, მაგრამ არ იყო ასეთი სამედიცინო საშუალებები. ერთადერთი საშუალება, რომელსაც მაშინ ქრისტიანული ქვეყანა მიმართავდა, ეს იყო ლოცვა. ჯვრებით და ხატებით მსვლელობა და ისტორიულად დადასტურებული ფაქტებია, რომ ეპიდემიები უკან იხევდნენ.
ასე რომ, ეს არ არის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების საკითხი. ეს არის იმისთვის, რომ ეპიდემიამ უკან დაიხიოს",- აღნიშნავს მეუფე დანიელი.