რეზონანსი
17.04.2020

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.

თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ისინი, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ ეკეთებათ ეს პირბადეები.

„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები",-განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×