
ქართველი პოლიტიკოსი კობა სუბელიანი, წელიწადნახევარია, ნიუ იორკში, ადვოკატ ჰენრი მილერთან მუშაობდა. რამდენიმე საათის წინ კი მან, ინფორმაცია გაავრცელა, რომ 90 წლის მოხუცი კორონავიურსმა იმსხვერპლა.
"ჩვენც მოგვწვდა ვირუსი, ჰენრი მილერი აღარ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ რეგულარ "ჩეკაპზე" მივიყვანეთ რიჰაბში ეგრეთ წოდებულ "ფიზიკალ თერაპიზე" ერთი კვირით, მაქსიმუმ 10 დღით. ამასობაში გამოცხადდა ყველაფრის დაკეტვა და დაიტოვეს. უფრო უსაფრთხოდ იქნება აქო და ეს აღმოჩნდა საბედისწერო შეცდომა.
ათი დღის წინ ტესტით დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ პერსონალმა გადასდო.
იბრძოლა ამ წუთამდე მაგრამ ვერ მოერია. ნახვით ვერ ვნახულობდი, მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკებოდი.
არ გეუბნებოდით, არც ვიმჩნევდი, ბოლომდე მეგონა, რომ გამოძვრებოდა და იმედიანად ვიყავი მაგრამ...
მისტერ ჰენრი, მაგარო კაცო, მაგარო ადამიანო, ჩემო დიდო მეგობარო, ჩემი ოჯახის წევრო, ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრები.
ვწერ და თვალებს ვერ ვუჯერებ. ოდესმე მოხდებდა, ხომ ვიცოდი და თითქოს შეგუებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ წამის დადგომა შემზარავი ყოფილა. გაგლეჯაზე მაქვს გული..." - წერს კობა "ფეისბუქზე".
ბრუკლინელი ჰენრი მილერი ცნობილი ადვოკატი გახლდათ ნიუ-იორკში. 50 წლის განმავლობაში განხილული ჰქონია ყველა სახის საქმე: პირადი, კომერციული თუ მასობრივი დარღვევების ფაქტები. მოგებული აქვს მულტი-მილიონიანი კომპენსაციები თავისი კლიენტებისთვის, მათ შორის ყველაზე დიდი კომპენსაცია ნიუ-იორკის შტატში.
დაინფიცირდა თუ არა თავად კობა სუბელიანი, ეს ჯერჯერობით უცნობია. წესით ის კარანტიმში უნდა იმყოფებოდეს.