რეზონანსი
17.04.2020

კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" (TIM) დროებით დაიხურება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ განაცხადა.

„დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი - კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსთან"

მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.

ცნობისთვის, დღეს კლინიკის დირექტორმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ კლინიკაში ორი პაცინეტის ინფიცირება, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ინფექცია ერთ-ერთმა ექთანმა შეიტანა, რომელიც ძმისგან, სასულიერო პირისგან დაინფიცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×