რეზონანსი
17.04.2020

დეკანოზი დავით კონჯარია ამბობს, რომ ყველაზე მეტ ადამიანს თავად ექიმები კლავენ, დღეში საშუალოდ 115 890 ბავშვს!

„გილოცავთ წმიდა ზიარების დღეს! გვეწეოდეს უფალი და გვფარავდეს მუდამ. მართლმადიდებლური საქართველო ფიზიკურად იმიტომ გადავრჩით, რომ მუდამ ვეზიარებოდით. ასე რომ არ იყოს და ერთი კოვზით რაიმე დაავადება გადადიოდეს, მაშინ ქართველებიც და სხვა მართლმადიდებელი ერები აღარ უნდა იყოს ქვეყანაზე. მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ უფლით მუდამ.

დედამიწაზე ყველაზე მეტ ადამიანს კლავს, მათ შორის, საქართველოშიაც თავად ადამიანი. 2019 წელს 30 ათასი ჩვილი მოკლეს საქართველოში (ექიმებმა და მშობლებმა) და მსოფლიოში 42,3 მილიონი ჩვილი მოკლეს (ექიმებმა და მშობლებმა)

​ანუ მსოფლიოში ექიმები საშუალოდ კლავენ:

​დღეში – 115 890 ბავშვს!

საათში – 4 829 ბავშვს!

წუთში – 80 ბავშვს!”, – წერს დეკანოზი დავით კონჯარია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×