რეზონანსი
17.04.2020

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კორონავირუსისი გავრცელების პერიოდში ზედმეტ კონტაქტს შეიძლება სიცოცხლის ფასიც კი ჰქონდეს.

ექიმი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს:

"თითოეული ჩვენგანის გარკვეული ნაბიჯი, ზედმეტი კონტაქტი, შეიძლება ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაჯდეს. ამაზე უნდა ვიფიქროთ, ომში ვართ, მერე რა, რომ მტერი არ ჩანს, მერწმუნეთ ის ჩვენთ გვერდითაა და იმაზე ახლოსაა, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგენია", - უთხრა მთავარ არხს ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ეს მარტო ექიმების, ჟურნალისტებისა თუ ეკონომისტების ომი არაა და ის ყველას ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×