რეზონანსი
17.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავცსებული პაციენტების მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილურია.

საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 20 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან. რატიანის განვცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი. აქედან ინფიცირებულია 80 ადამიანი. გვყავს ასევე 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, იქ გვყავს 9 პაციენტი. აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ასევე 47 შემთხვევაში არის მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 3 მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. 20 ადამიანის ტესტი უნდა ჩატარდეს დღეს. იმედია ყველა პასუხის იქნება უარყოფითი და განმეორებითი ტესტირების შემდეგ ისინი დატოვებენ კლინიკას. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×