რეზონანსი
17.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 6 წლის ბავშვი შეიყვანეს. როგორც ირკვევა, ბავშვი ქობულეთის წყაროდან ერთ-ერთ ოჯახის წევრია.

„ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი, გუშინ 38 იყო და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შინიშნვა: ფოტო არ ასახავს რეალობას და აღებულია ინტერნეტიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×