რეზონანსი
17.04.2020

დიდი ხუთშაბათის წირვაზე ქადაგებისას თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ მას არასოდეს უნახავს, რომ ჟურნალისტებს დისტანცია დაეცვათ.

„ძალიან დიდი ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან დიდი გეგმა აქვთ, რომ ეკლესიას შეუტიონ, ეკლესიას დაარტყან. გვესმოდა ჩვენ გუშინ ჟურნალსიტებისგან, როდესაც მამა ანდრია ჯაღმაიძე ინტერვიუს აძლევდა, ჟურნალისტები ერთად როგორ იყვნენ შეკრებილები, არანაირ დისტანციას არ იცავდნენ.

იმიტომ კი არა, რომ ასე უნდათ ამ ჟურნალისტებს, არამედ იმიტომ, რომ მათი უფროსები ესე ავალებენ ამ ადამიანებს.

თუ იცი, რომ ასეთი მძიმე ვირუსია, ტელევიზიის ხელმძღვანელი როცა ხარ, როგორ წირავ ამ ჟურნალისტს დაავადებისთვის?

მე ძალიან ბევრ ჟურნალისსა და ოპერეატორთან მაქვს ურთიერთობა და გულისტკივილით მესაუბრებიან, რომ მამაო თუ ახლა ინტერვიუზე არ წავალ, ოჯახი სარჩენი დამრჩებაო და ასე ხელფასს არ აძლევენ.

ჟურნალისტმა, რომ თქვას, რომ მეშინია და არ გავალ გადაღებაზეო, ხომ არის ტელევიზიები, ყველაზე მეტად გვიტევენ ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ხელმძღვანელები სხედან ტელევიზიაში მარტო და მარტო ესაუბრებიან, სამსახურში კი არ დადიან.

ჟურნალისტები ჰყავთ გამოშვებული სასაკლაოზე, რადგან ეს დაავადება არის სიკვდილისთვის. თუ ადამიანი შეიძლება მოკვდეს, ამ ჟურნალისტებს რატომ უშვებენ ქუჩაში? ეს ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები როგორ არ ეცოდებათ? დატოვონ სახლში და ხელფასი მისცენ ისე.

ჩვენ ეკლესიის მრევლი მხოლოდ ეკლესიაში მოვდივართ და შემდეგ მივდივართ სახლში, ჟურნალისტები კი დადიან ყველგან. მათ იციან, რომ ჟურნალისტს შეიძლება დაემართოს ეს ვირუსი და მზად არიან გაწირონ და მოკლან.

დღეს ეს ადამიანები მკვლელებს გვეძახიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს წირავენ.

ვერ მანახებთ ერთ კადრს მაინც, რომ ჟურნალისტებმა ოდესმე, სადმე დისტანცია დაიცვეს“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×