რეზონანსი
17.04.2020

ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში. სახლში უნდა დავრჩეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გამკაცრებულ ღონისძიებებს დაემორჩილონ იმისათვის, რომ შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში არ შევიდეს

„გუშინ ყველამ მოვისმინეთ, რომ გარკვეულწილად ძალიან გამკაცრდა შეზღუდვები. ამ გამკაცრებას იწვევს ის, რომ, თითქოს, შიდა გავრცელება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. აქედან გამომდინარე, ეს რომ არ გამყარდეს და ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ზომიერი კონტროლირებადი მატება, აუცილებელია ამ გამკაცრებულ ღონისძიებებს დავემორჩილოთ. გთხოვთ ყველას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში. ეს თითოეულ ჩვენგანს გვეხება. ჩვენ, ჩვენი დაწესებულება უკვე, დაახლოებით, მესამე თვეა ასეთ მდგომარეობაში ვართ.

მე და ჩემი თანამშრომლები მესამე თვეა ძირითადად ცენტრში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური და გარკვეულ პერიოდში ვისაც შეგვიძლია სახლში წასვლა. ძალიან რთულია, რომ დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. სახლში უნდა დავრჩეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ერთმანეთს ვაჩუქოთ სიცოცხლე, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და ხვალ გვქონდეს ნათელი და კარგი მომავალი. ძალიან გთხოვთ, დავრჩეთ სახლში",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×